Friday, October 7, 2011

HUBO 2 is a shiny show-off

წარმოგიდგენთ რობოტ HUBO–ს, რომელიც სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა შექმნეს და მცდელობა ქონდათ კონკურენცია გაეწიათ იაპონურ ASIMO–თვის.Advanced Institute of Science and Technology, KAIST–ინჟინრებმა განაცხადეს, რომ ისინი შეძლებდნენ და ამ ჰუმანოიდს, კიბეზე ასვლას ასწავლიდნენ.

რა თქმა უნდა ამ გადმოსახედიდან ეს განცხადება საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს, თუმცაღა მათ არა მარტო კიბეზე სიარული, არამედ კიდევ უფრო მეტად დახვეწეს ეს უკანასკნელი და ახლა მის შესაძლებლობებში ეჩვი აღარავის ეპარება.

2006 წლის შემდეგ HUBO შესანიშნავვად დგას ფეხზე, დადის, ტაი–ჩის სწავლობს და მას ცივი იარაღის ხმარებაც შეუძლია, კერძოდ ფარიკაობას სწავლობს. ამასთანავე აუცილებლად უნდა ავღნიშნო , რომ მას შეუძლია 3 კმ/სთსიჩქარით ირბინოს.
HUBO TAI–CHI (ტაი–ჩი ეს არის ჩინური ტანვარჯიში)

Thursday, October 6, 2011

ახალი დონე რობოტოტექნიკაში – “BIGDOG”(Boston Dynamics)

ვფიქრობ, რობოტები გვინდა თუ არ გვინდა ნელნელა მაინც იმკვიდრებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილს. მომავალი აშკარად მათ გარეშე პირადად მე არ წარმომიდგენია. მაგრამ ასევე საჭიროა დიდი სიფრთხილე, რომ "მატრიცის" ან "ტერმინატორის" მსგავსი მომავალი არ ჰქონდეს კაცობრიობას. სხვათაშორის თუ არ ვცდები ცნობილ ამერიკელ ფანტასტს აიზეკ აზიმოვს აქვს მთელი ციკლი რობოტების შესახებ თავისი კანონობეთ(რომელსაც წარმატებით იყენებენ დღევანდელ "ბლოკბასტერებში", მაგ. "მე რობოტი" და სხვ.– დაახლოებით იდეებზეა საუბარი).

მეცნიერების ძირითადი ამოცანა რობოტოტექნიკის მიმართულებით დღესდღეობით არის მათთვის(რობოტებისთვის) ინტელექტის იმ დონეზე აყვანა რომ, ის მაქსიმალურად უგებდეს ადამიანს და ამავდროულად აგრესიაში არ გადადიოდეს. ეს დაკავშირებული რათქმაუნდა უკვე ხელოვნური ინტელექტის შექმნის შესაძლებლობასთან. ბევრს არ სჯერა რომ ეს შესაძლებელია და არგუმენტებით ასაბუთებენ, მაგრამ… უწინ ისიც არ სჯეროდათ რომ დედამიწა მრგვალი იყო…

მინდა გაჩვენოთ ერთი საინტერესო ვიდეო "Boston Dynamics"–ის ქმნილებაზე, სახელად "BIGDOG". გადაავლეთ თვალი და დააკვირდით იმას თუ რა მაღალ დონეზე არის გათვლილი რობოტის მოძრაობის ალგორითმიკა, ფაქტიურად მისი წაქცევა ძალზედ ძნელია, საერთოდ შეუძლებელი თუ არა.
 მაგრამ რათქმაუნდა ამით არ შემოიფარგლება დღევანდელი რობოტოტექნიკის მიღწევები, შევეცდები შემდეგ პოსტებში განვავრცო ეს თემა და დღევანდელი პრაქტიკული გამოყენების სფერო გიჩვენოთ.

Wednesday, October 5, 2011

ტექნიკური ტერმინოლოგია

ტექნიკური ტერმინოლოგია რაიმე პროფესიის ან სხვა საქმიანობის (მაგ. ჰობის, სპორტის ან ინდუსტრიის რომელიმე სეგმენტის) სპეციალიზებული ლექსიკონია. ზოგან ტექნიკური ტერმინოლოგია ჟარგონად მოიხსენიება, ან, განსაკუთრებით იურისპრუდენციაში, ხელოვნებათა ტერმინებად იწყოდება.

ფრაზა ინდუსტრიული ტერმინი იგივეა რაც ტექნიკური ტერმინოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ტერმინს აქვს გარკვეული მნიშვნელობა სპეციფიური ინდუსტრიის სფეროში.

ჟარგონს შეიძლება ცოტა არ იყოს დამაკნინებელი მნიშვნელობაც ჰქონდეს, ხოლო ფრაზა ინდუსტრიული ტერმინი მიუთითებს, რომ ესათუის სიტყვა ან ფრაზა ტიპიურია ერთი რაიმე ინდუსტრიისა ან ბიზნესისთვის და ამ ინდუსტრიის ან ბიზნესის წრეში მყოფი ხალხისთვის ამ ტერმნიებს გასაგები მნიშვნელობა აქვს.

ზუსტი ტექნიკური ტერმინები და მათი განსაზღვრებები ფომალურად მიღებულია, დოკუმენტირებულია და საკუთარ სფეროში სწავლების საგანია. სხვა ზოგადი ტერმინები უფრო ქოლოქვიალურ ხასიათს ატარებს და უფრო სლენგს ემსგავსება. საზღვარი ფომალურსა და სლენგურ ჟარგონს შორის საკმაოდ არამყარია - ტერმინები დროდადრო სლენგიდან ფორმალურ ხასიათს იღებენ ან პირიქით. ასეთი შემთხვევებს განსაკუთრებით ხშირია ინგლისურში, რომელიც მოწინავეა ახალი ტექნიკური ტერმინების გამოგონებასა და ათვისებაში. მაგ. სიწყვა ფაირვოლი (კომპიუტერულ ქსელის მოწყობილობა, რომელიც ოფისის ქსელს ფილტრავს) თავიდან ტექნიკური სლენგი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ასეთმა მოწყობილობამ ფართო ათვისება ჰპოვა და ყველასათვის გასაგები გახდა, ეს სიტყვა ფორმალური ტერმინი გახდა.

ტექნიკური ტერმინი ჩნდება რაიმე სფეროს ექსპერტთა მიერ ზუსტი მნიშვნელობით კომუნიკაციის საჭიროების გამო, თუმცა ამის არასასურველი ეფექტი ისაა, რომ ამ სფეროს გარეთ მყოფთათვის ამ ჯგუფის სპეციალიზებული ენა გაუგებარი ხდება. ეს შეიძლება პრობლემატური გახდეს, მაგ. როცა პაციენტს აღარ ძაულძს მედიკოსთა დისკუსიის აზრს ჩაწვდეს და ვერ მიხვდეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის დანიშნულებას.

Tuesday, October 4, 2011

ტელეკომუნიკაცია

ტელეკომუნიკაცია – ეწოდება ინფორმაციის გადაცემას გარკვეულ მანძილზე.
უძველესი დროიდან ადამიანები შეტყობინების გადასაცემად იყენებდნენ ოპტიკურ მოვლენებს (სიგნალებს), მაგალითად კოცონებს. ამ სიგნალების თანამედროვე სახეებია ოპტიკური სიგნალები, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით გადაიცემა. ელექტრობის აღმოჩენის შემდეგ შეტყობინებები გადაიცემა ელექტრული სიგნალების საშუალებით, ეს სიგნალები გაივლიან ძირითადად ელექტრულ სადენებს (კაბელებს). ამ სახის ტელეკომუნიკაციას ელექტრული კავშირი (კავშირგაბმულობა) ეწოდება. ელექტრული კავშირგაბმულობა ახდენს ინფორმაციის მიღება-გადაცემას ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და სხვათა მეშვეობით. განასხვავებენ ასევე საფოსტო კავშირს (კავშირგაბმულობას), რომელსაც საფუძველი ჩაუყარა წერილობითმა ინფორმაციამ, საფოსტო კავშირი ინფორმაციის მიღება-გადაცემას ფოსტის საშუალებით ახდენს.

ტექნოლოგია

ტექნოლოგია არის მეცნიერება იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის ნივთიერების, ენერგიის და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი.

ადამიანის პრაქტიკული საქმიანობა საჭმლის მომზადებიდან დაწყებული და სახლის მშენებლობით დამთავრებული დამოკიდებულია რთულ ტექნოლოგიურ სისტემებზე, რომლებიც 5 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. პირველყოფილი შრომის იარაღების დამზადება, ცეცხლის მოხმარება, რკინის დნობა, ბორბლის გამოყენება, ტანსაცმლის კერვა და სხვა, პირველი ტექნოლოგიური პროცესებია, რომლის გამოყენებაც ადამიანმა დაიწყო,

ტექნოლოგიების განვითარების პროცესში გარდატეხა შეიტანა ისეთმა მოვლენებმა, როგორებიც იყო: ორთქლის ძრავის გამოგონება 1712 წელს, ელექტრობისა და შიგა წვის ძრავის გამოყენება 1800–იან წლებში, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ელექტრონიკის განვითარება ბოლო ათწლეულებში, ასევე ატომური და კოსმოსური ტექნიკა და ტექნოლოგიები.

პროგრესული ტექნოლოგია (ავტომატიზაციისა და სპეციალიზაციის მაღალი დონით), რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამედროვე საზოგადოება, შესამჩნევ კონტრასტს ქმნის იმ ტექნოლოგიებთან (მძიმე შრომის გამოყენება, სპეციალიზაციის დაბალი დონე), რომელიც ჯერჯერობით გამოიყენება ბევრ ქვეყანაში.

ტექნოლოგია არის სფერო, რომელშიც ხდება სხვა მეცნიერებების კვლევების შედეგების პრაქტიკული გამოყენება საზოგადოების მოთხოვნილების შესაბამისად.