Tuesday, October 4, 2011

ტელეკომუნიკაცია

ტელეკომუნიკაცია – ეწოდება ინფორმაციის გადაცემას გარკვეულ მანძილზე.
უძველესი დროიდან ადამიანები შეტყობინების გადასაცემად იყენებდნენ ოპტიკურ მოვლენებს (სიგნალებს), მაგალითად კოცონებს. ამ სიგნალების თანამედროვე სახეებია ოპტიკური სიგნალები, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით გადაიცემა. ელექტრობის აღმოჩენის შემდეგ შეტყობინებები გადაიცემა ელექტრული სიგნალების საშუალებით, ეს სიგნალები გაივლიან ძირითადად ელექტრულ სადენებს (კაბელებს). ამ სახის ტელეკომუნიკაციას ელექტრული კავშირი (კავშირგაბმულობა) ეწოდება. ელექტრული კავშირგაბმულობა ახდენს ინფორმაციის მიღება-გადაცემას ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და სხვათა მეშვეობით. განასხვავებენ ასევე საფოსტო კავშირს (კავშირგაბმულობას), რომელსაც საფუძველი ჩაუყარა წერილობითმა ინფორმაციამ, საფოსტო კავშირი ინფორმაციის მიღება-გადაცემას ფოსტის საშუალებით ახდენს.

No comments:

Post a Comment